არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია) მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი:
" მე მივმართავ მრევლს, რომ მარტო ზიარება არაა საკმარისი. მაგალითად მოვიყვან იუდა მოციქულს, იგი ეზიარა, მაგრამ უღალატა ღმერთს, მოძღვარს. შენ თუ ღმერთი გიყვარს, ნახევრად შიშველი რატომ დადიხარ. ზიარების ლოცვებში კითხულობ - "ღმერთო, განმწმინდე ვნებებისაგან", ღმერთს ცოდვებისაგან განწმენდას სთხოვ და ამავდროულად სხეულით ამაყობ, ე.ი. სულიერად ბრმა ხარ. ადამიანს უნდა ამოძრავებდეს ღმერთის სიყვარული, რაც ცხოვრების წესში უნდა გამოიხატოს. თუ შესაფერისად არ გაცვია, უკვე შეგნებული ცოდვაა, თუ უშინაარსო გადაცემებს უყურებ შეგნებული ცოდვაა. უნებური ცოდვა სხვა არის, თუ ღმერთი გიყვარს, შეგნებულად არ უნდა სცოდავდე".