აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე :
„მიშას რომ საკმარისი განათლება არ ჰქონდა და მუქთახორული ცხოვრება იტაცებდა და სიამოვნებას იყო აყოლილი, ყოველთვის ცხადია. ახლა, იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ მისი სულის აკროპოლია მთლიანად დაცლილი იყო ცოდნისგან, კეთილი ჩვევებისა და მართალი სიტყვისგან და მის ნაცვლად გაბატონდა ზემორე ჩამოთვლილი თვისებანი. სავსებით ცხადი გახდება, რომ ოლიგარქული ბუნების მიშა მოჩვენებით დემოკრატად გარდაიქცა. ვგონებთ, ეს მისი გარდაქმნა ეჭვს არ იწვევს.“ -ამბობს ჯაველიძე.