„ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა არა არის ერთი პრობლემური მედიამფლობელის, მისი ფანტაზიის ნაყოფი. ამის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ეს ადამიანიც, ნიკა გვარამია, ვინც პირველი გამხმოვანებელია ამ მესიჯების, არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ მთავარი, ვინც ამ ორგანიზებული, ორკესტრირებული თავდასხმების უკან დგას გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ესაა გიგა ბოკერიას იდეები და სწორედ ამის ხორცშესხმა ხდება პირველ რიგში, ნიკა გვარამიას მიერ და „ნაცმოძრაობის“ მთელი აქტივის მხრიდან. მას თავისი მიზნები, განზრახვები აქვს. ისაა გაკოტრებული, წასაგები და დასაკარგი აღარაფერი აქვს, იმდენად წაგებული და დაკარგულია ამ არჩევნების საფუძველზე. ისაა სრულ ისტერიკაში და სწორედ ამ ისტერიკის გამოხატულებაა ეს თავდასხმებიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.