logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძის მაგალითს პარტიის სხვა წევრებიც მიჰყვნენ
- +

15 დეკემბერი. 2020. 21:08

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ გრიგოლ ვაშაძის მსგავსად "ნაციონალური მოძრაობა" სხვა წევრებმაც დატოვონ. როგორც სამხარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, გრიგოლ ვაშაძე გამოცდილი დიპლომატია და როგორც ჩანს, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის მხრიდან ელჩებზე შეტევა.

 

"გრიგოლ ვაშაძის ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ოპოზიციაში არის შიდა დაპირისპირება და ზოგადად დაძაბულობა. რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ელჩებს და მათ ქვეყნებს თავს ესმის ოპოზიცია და ეს თავდასხმები რაღაც ისტერიაში გადაიზარდა, ეს გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, რა თქმა უნდა არ მოეწონებოდა და არცერთ ჯანსაღ ადამიანს და პოლიტიკოსს არ მოეწონება ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს იყო ბოლო წვეთი და მან, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, დაინახა, რომ ხომალდი იძირება და გადაწყვიტა, დროზე ადრე დატოვოს ეს ხომალდი, იმიტომ, რომ ის გზა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია, ეს არის გზა ჩიხისკენ, ეს არის გზა არსაით და განწირულია დამარცხებისთვის.

 

მე არ მაქვს ინფორმაცია სად შეიძლება წავიდეს გრიგოლ ვაშაძე, ეს არც საკბილო არ არის ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოცდილი ადამიანები ყოფილიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. გრიგოლ ვაშაძე ნამდვილად იყო ასეთი გამოცდილი ადამიანი, შესაბამისად, ის რომ მან დატოვა ოპოზიციური პარტია, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ იქ არ არის ჯანსაღი სიტუაცია.

 

ჩვენ ვიცით და ჩანდა კიდეც განცხადებებში, რომ გრიგოლ ვაშაძე და ასევე სხვა წევრები "ნაციონალური მოძრაობისა" შედარებით უფრო რბილ და კომპრომისულ განცხადებებს აკეთებენ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძის მაგალითს მიყვნენ ასევე პარტიის სხვა წევრებიც," - აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner