logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე: სამწუხარო რეალობაა, როცა პოლიტიკოსები ადამიანურ ტრაგედიებს ცუდი მოტივებით იყენებენ - ეს უზნეო საქციელია
- +

17 დეკემბერი. 2020. 17:40

 

 

„სამწუხარო რეალობაა, როცა პოლიტიკოსები ადამიანურ ტრაგედიებს ცუდი მოტივებით იყენებენ - ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და უზნეო საქციელია“, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

 

დეპუტატის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის შემთხვევაში დიდი ადამიანური ტრაგედიის გამოყენებით რაღაცაზე ხელის მოთბობის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, რასაც დღეს წერტილი დაესვა.

 

„ძალიან დასანანია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ასეთი მეთოდებით სპეკულირებენ. ამას არაფერი არ ამართლებს - ეს არის დაუშვებელი და წარმოუდგენელი. გამოძიებამ სრულფასოვანი დასკვნა დადო, რომლის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყების გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner