დღეს თბილისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება.
უწყების პირველი პირი ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლებს და ონლაინ-კლინიკას დაათვალიერებინებს, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებით გამოვლენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, მინისტრთან ერთად, ადგილზე პირადად გაეცნობა კლინიკურ სასტუმროებსა და კოვიდ-კლინიკებში არსებულ მდგომარეობას. ეწვევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-საც. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.