„იაგოველები სრულიად გაერთიანებული ოპოზიციაა! რა თქმა უნდა, ამ იაგოველთა სექტაში გამორჩეული ადგილი უკავია მიხეილ სააკაშვილს! შეიძლება ითქვას, სააკაშვილი მიშარასტი იაგოველების ბელადია“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური „ასავალ-დასავალში“ წერს.
„ეს მიშარასტი იაგოველები, ნატურალურ იეღოველებისგან განსხვავებით, გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით და არანაკლებ განსაკუთრებული გონებაშეზღუდულობით! აბა, თავისი მრევლის ათასჯერ გადამგდები სააკაშვილი ისევ ბელადად რომ გეყოლება, განსაკუთრებულად გონებაშეზღუდული უნდა იყო!“, - დასძენს გიგაური.