logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: ხშირად მეკითხებიან, ვინ არის მტერი - რუსეთი უდავოდ მათ სიაშია
- +

19 დეკემბერი. 2020. 20:01

 

 

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„ვინ არის მტერი - ამ შეკითხვას მუდმივად მისვამენ და პასუხია, რომ ჩვენი ცხოვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის და ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისათვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ ამ სიაშია“, - აღნიშნა პომპეომ.

 

მან რუსეთს ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ კობერშეტევაში დასდო ბრალი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner