„„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რღვევა დაწყებულია. ამაზე მიუთითებს პარტიის თავმჯდომარის წასვლა. გრიგოლ ვაშაძის კითხვებს პასუხები არ გაეცა და ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვთავაზობთ ოპონენტებს კონსტრუქციულ ნაბიჯებს - ნებისმიერი თემა ღიაა, იქნება ეს საარჩევნო სისტემის დახვეწა თუ სხვა აქტუალური საკითხების განხილვა. მათი ხედვების გათვალისწინება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და შეიძლება იქაც დავინახოთ ჯანსაღი პოზიცია. სწორედ იმისთვის არსებობს პარლამენტი, რომ დებატებში და მსჯელობაში უკეთესობისკენ შევცვალოთ ქვეყანა. ჩვენ მომსწრენი ვიყავით იმისა, რომ მცირე წარმომადგენლობითი პარტიების მიმართ ბულინგს ჰქონდა ადგილი, რაც არაერთხელ ვიხილეთ ტელეეთერით. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რღვევა დაწყებულია. ამაზე მიუთითებს პარტიის თავმჯდომარის წასვლა. გრიგოლ ვაშაძის კითხვებს პასუხები არ გაეცა და ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს“, - განაცხადა მიქანაძემ.