logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან, ასეთი სამართალდარღვევის გაჭირვებით გამართლება დაუშვებელია
- +

23 დეკემბერი. 2020. 11:49

 

 

დედალაქაის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონებების დაცვა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მსგავსი სამართალდარღვევის სოციალური მდგომარეობით გამართლება დაუშვებელია.

 

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ბრიფინგზე ისაუბრა, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მიმდინარეობდა, რაც ძალიან ცუდია.

 

მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და შემდეგ მასზე უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებისგან. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ოჯახების,. ადამიანების, რომლებსაც ნამდვილად უჭირთ და რომლებსაც სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. თუმცა შემთხვევით არ არის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ზუსტად იმ მიმართულებით არის გათვალისწინებული, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დღეს ჩვენი ტანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

 

თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ოთხი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი კანონდამრღვევებმა თავად მოახდინეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კი შვიდივე შენობა-ნაგებობის სრულად დემონტაჟს დღესვე დაასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner