logo_geo
eng_logo
გიორგი მიქანაძე რატი ბრეგაძეზე: ეს ადამიანი დაიმახსოვრეთ!
- +

4 ივლისი. 2016. 18:38



„რატი ბრეგაძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმ ახალი სტილის პოლიტიკოსია თავისი ბუნებით, რომელიც განახლებულ საქართველოს ასე ჰაერივით სჭირდება და ველოდებით ყველა", - ამის შესახებ, საკუთარ „facebook"- გვერდზე ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძე წერს.


„დამიჯერეთ, ეს ადამიანი დაიმახსოვრეთ!

 

მოგმართავთ ჩემს მეგობრებში მასმედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს და ახალგაზრდებს. მათ შორის, - პოლიტიკოსებსაც, ასეთებიც მრავლად მყავხართ მეგობრებში.

 

რატი ბრეგაძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმ ახალი სტილის პოლიტიკოსია თავისი ბუნებით, რომელიც განახლებულ საქართველოს ასე ჰაერივით სჭირდება და ველოდებით ყველა. რა თქმა უნდა, ერთი კაცი ვერ ეყოფა იმ საქმეს, რაც ჩვენს პოლიტიკას, საზოგადოებას, ქვეყანას სჭირდება. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პროფესიონალიზმისა და დამოკიდებულების ადამიანები მაძლევენ იმედს, რომ შანსი კიდევ გვაქვს. კიდევ ვიცი რამდენიმე გენიალური ადამიანი, რომლებიც აუცილებლად ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში, გამოჩნდებიან, გააქტიურდებიან - ღირსეულად და ძლიერად. ცოტა დრო უნდა, მათზეც დავწერ, მათზეც ვიტყვი, მათ სამსახურშიც ჩავდგები თავიდან ბოლომდე. უბრალოდ, ერთი შიში მაქვს, რომ უკვე პოლიტიკაში ფესვგამდგარი ღრჯოები დაუწყებენ ბრძოლას - პროფესიით ნაკლებად პროფესიონალები, თუმცა ბრძოლაში და ადამიანების მოცელვაში კი ნამდვილად პროფესიონალები. თუმცა, მჯერა, რომ ამ ახალ ადამიანებს ეყოფათ იმუნიტეტი და თვითგადარჩენის ინსტინქტი. საკუთარი პროფესიონალიზმით, მონდომებით, გაუმკლავდებიან ყროლვად და ხრწნად პოლიტიკოსებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც მალე აალებადი და გაქრობადი გახდებიან. მაქსიმუმ 8 წელიწადში მსგავსი მარგინალებისგან გაწმენდილი იქნება ქართული პოლიტიკა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები. სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერ ვერა, ვინაიდან ეს მხოლოდ მათი ლიკვიდაციის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რაც, თავის მხრივ, არადემოკრატიულია და არ ზის XXI საუკუნის ადამიანის ბუნებაში. თორემ, ძველ დროში ვაი-კაცებს როგორ უმკლავდებოდნენ წარმატებული ცივილიზაციები და წყობები, ყველას კარგად მოგვეხსენება.

 

რატის რამდენიმე წელია ვიცნობ. ერთ ძალიან თბილ და ტკბილ ადგილას გავიცანი, ყველასათვის უძვირფასესი ადამიანების გარემოცვაში. რატი გახლდათ ახალგაზროდობის საქმეთა და სპორტის მინისტრის მოადგილე (სადაც, ზუსტად ვიცი, რა რეფორმების ინიციატორიც და გამტარებელიც გახლდათ) და ახლა განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ვფიქრობ, მოადგილეობა და ეს პოსტები არაა საკმარისი მისი დიაპაზონის ადამიანისთვის. გერმანიაში დაიცვა სადოქტორო (PhD), რაც ურთულესია და დაბრუნდა საქართველოში. თუმცა, ამ პოსტის დადება გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა, რომ სულ მეტი და მეტი მესმის მის შესახებ. როცა amazon-ზე და გერმანული სამეცნიერო წიგნების online ბაზარზე, სადაც ყველა წიგნი ვერ ხვდება, მისი სადოქტორო ნაშრომი „პოლიტიკური პარტიების ნიშნები და შიდაპარტიული დემოკრატია - საქართველო უკრაინა გერმანია" ვნახე, დავრწმუნდი, რომ მის პიროვნებაში და პროფესიონალიზმში არ ვცდებოდი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები გვჭირდება ჩვენ, ყველას.

 

კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ეს ადამიანი და ვისაც როგორ შეგიძლიათ, შეუწყვეთ ხელი, რომ ბოლომდე რეალიზდეს თავისი შესაძლებლობებით, თავისი პიროვნებითა და პროფესიონალიზმით.

 

რატი, უნდა მოხვიდე აქტიურ პოლიტიკაში, ღიად, თამამად და დაუფარავად. მეტი შეგიძლია და მეტი მოგეთხოვება, მეტსაც ვითხოვთ! არ ვიცი, რა გეგმები გაქვს და ახლა შენს თავს რა ხდება. თუმცა, ვთვლი, რომ ახლა აქ და ასე, ეს პოსტი, ჩემგან იყო საჭირო და დროული. შენც უნდა მოინდომო. ვინც საჭიროა, ამ ჩემს პოსტს მიაქციოს ყურადღება! მე პირადად მის გვერდზე ვარ, სადაც არ უნდა იყოს, ღიად, დაფარულად ვუჭერ მხარს სრული სვლით.

 

მეტი რატი ბრეგაძეები პოლიტიკაში. დიახ, - აი, ასე ღიად და დაუფარავად გეუბნებით, რომ უკეთესად შეამჩნიოთ ასეთი ადამიანები და დაუჭიროთ მხარი", -  წერს ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძე.



გიორგი მიქანაძე იქვე აქვეყნებს იმ ელექტრონულ მისამართებს, სადაც რატი ბრეგაძის წიგნები იყიდება.


https://www.amazon.de/

 

http://lit-verlag.de/isbn/3-643-11410-5



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner