ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში დაუდასტურეს.
დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუს-მა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც.
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ექვსი თვის წინ დააკავეს. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.