პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა. ის თავს კარგად გრძნობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის, თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, გიუნაშვილი 22 დეკემბერს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო.
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჯარისკაცი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა.