პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შეიძლება მოხდეს ისე, რომ საქართველოში რამდენიმე მწარმოებლის კოვიდ 19-ის ვაქცინა შემოვიდეს.
სერგეენკოს თქმით, ვაქცინის წარმოების მოცულობა არც ერთ ცალკე აღებულ კომპანიას იმდენი არა აქვს, რომ თუნდაც ერთი პატარა ქვეყანა დააკმაყოფილოს.
„ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენ, მოლაპარაკებას რამდენიმე მწარმოებელთან ვაწარმოებთ. შეიძლება მოხდეს ისე, რომ რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს. მთავარი მოთხოვნაა, ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. მეორე მთავარი მოთხოვნაა, ვაქცინაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა იყოს მიცემული. ის, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინა იქნება საქართველოში, ამაზე პასუხი არ მაქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.