logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ტყის რესურსების კუთხით საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალური გვაქვს, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი
- +

24 დეკემბერი. 2020. 17:39

 

„ტყის რესურსების კუთხით სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, თუმცა ტყის კომერციალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ უკან ვართ და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

 

მისი თქმით, საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი.

 

„ტყე არ არის მხოლოდ მერქანი. ტყე არის ასევე რეკრეაცია. მერქნული მართვის თვალსაზრისითაც გარკვეული სიახლეებია, სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, თუმცა ტყის კომერციალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ უკან ვართ და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოა. საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალური გვაქვს, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner