ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის, მათთვის დისკომფორტია.
„ოპოზიციამ სიხარბე ვერ დაძლია და უნდათ, რომ ქვეყანა რევოლუციურ რეჟიმში გადაიყვანონ. ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ ზის, მართლაც ცუდია და ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს. ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ისინი პარლამენტში შემოსულიყვნენ“, - აღნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი.
6 საათია პარლამენტში პლენარული სხდომაზე მთავრობას უსმენენ. მმართველი გუდის დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა დღესვე უნდა გამოუცხადონ.