„საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, მოლებმა და გვიხარია, რომ დღეს, როდესაც გუშინდელი დღის სტატისტიკას ვაჯამებ, სერიოზული და მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს, რომ ეს წინასაახალწლო დღეებიც, რომელიც დატვირთულია, კონტროლირებადი იყოს. ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, კვლავ დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა როგორც მომხმარებელმა, ასევე მაღაზიებმა გააგრძელონ მკაცრი კონტროლი. ვითარება ნორმალურია და ეს ჩვენ გვახარებს და გვაძლევს იმის იმედს, რომ დიდი პასუხისმგებლობით გავატარებთ წინასაახალწლო პერიოდს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.