„ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში ბევრი რიცხვი იყო, რომელიც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში მცდარი, ყალბი ან მანიპულაციური“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ „საერთაშირისო გამჭვირვალობამ“ მათი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.
„ვნახეთ, რომ განსხვავებით 4 ნოემბრისა, 24 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადების, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „ისფედიც“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც აწერენ ხელს და წერია, რომ ადმინისტრაციული რესურსი უპრეცედენტოდ იყო გამოყენებული, ამან წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. გუშინდელ დასკვნაში კი, რომელიც სპეციალურად ამ დასკვნას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეძღვნება, ეს ტერმინები აღარ გამოიყენება. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში ბევრი რიცხვები იყო, რომელიც აღმოჩნდა მცდარი, ყალბი ან მანიპულაციური. ახლა ვხედავთ, რომ იყო სიტყვები, რომელიც როგორც ჩანს, მცდარი აღმოჩნდა. საკუთარი გამონათქვამი შეასწორეს, რომელიც 4 ნოემბერს იყო. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ბევრ მის აქტორს გულწრფელობა აკლია. რაც უფრო გულწრფელები იქნებიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მით უფრო კარგი იქნება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.