logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელი სამხედროებზე ზრუნვის წლად გამოვაცხადეთ, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება
- +

25 დეკემბერი. 2020. 14:53

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა და 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანა თავდაცვის ძალების აღმშენებლობა და გაძლიერებაა.

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელი თავდაცვის უწყებაში სამხედროებზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და საზოგადოებას სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის მნიშვნელობა და განსაკუთრებით, მათთვის აშშ-ის მხარდაჭერით, რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და სახელფასო დანამატის დანიშვნა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება.

 

თავდაცვის მინისტრმა „დელტა ტექსტილზეც“ ისაუბრა, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი სამხედროებს მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმებით უზრუნველყოფს.

 

მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და მართვის ღონისძიებებზეც ისაუბრა. მან უხილავ მტერთან ბრძოლაში გორის სამხედრო ჰოსპიტალის გაძლიერებული სამედიცინო შესაძლებლობები აღნიშნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

 

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ყველა სამხედრო სერვისის დროული და ეფექტიანი მიწოდების მიზნით, რეკრუტირების ცენტრების ჩამოყალიბებაც დააანონსა, რომელიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner