logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი ლევან რატიანზე: გადაცემაში თქვა - 10 თვეა, შვილები არ მინახავსო... იცით, ეს რას ნიშნავს?
- +

25 დეკემბერი. 2020. 17:51

 

 

ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გუშინ საღამოს ვმონაწილეობდი მაკა ცინცაძის გადაცემაში.

 

ერთ-ერთი სტუმარი ექიმი ლევან რატიანი იყო.

 

ერთგან თქვა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა რომ დამეცვა, 10 თვეა, 3 საკუთარი შვილიც კი არ მინახავსო.

 

იცით, ეს რას ნიშნავს? მისი მხრიდან პირად პასუხისმგებლობას იმის ფონზე, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა.

 

ის უფრთხილდება შვილებს, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარს. ის იჩენს პასუხისმგებლობას, რომლითაც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს“, - წერს გოგა ჩანადირი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner