ირაკლი კობახიძის თქმით, მასთან კულუარულ ორმხრივ შეხვედრაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ანალოგიური განცხადება რადიკალურმა პარტიებმა ოპოზიციის საერთო შეხვედრაზეც გააკეთეს.
„მათ აქვთ ეგეთი რაღაც ნათქვამი, რომ ახლა პანდემიის გამო კრიზისის გაღრმავდება, გაზაფხულზე იქნება სერიოზული კრიზისი და „ამ დროს ძალიან გაგვიჭირდება და იქ ჩვენ შევუდგებით საქმეს. წარმოიდგინეთ, პირდაპირ თვალებში გიყურებს ადამიანი და გეუბნება, რომ მაროდიორია და არც სცხვენია ამის თქვა. აი ეს არის მათი სახე“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე არ აკონკრეტებს რომელიც პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი განცხადება მასთან შეხვედრაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის საერთო შეხვედრაზე ეს „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა.
„ოპოზიციურ შეკრებაზე „ევროპულმა საქართველომ“ დააფიქსირა ღიად ეს პოზიცია, რომ ისინი დაელოდებოდნენ პანდემიით გამოწვეული კრიზის გაღრმავებას და იზრუნებდნენ რევოლუციაზე გაზაფხულზე“, - განაცხადა კობახიძემ.