„ვიყოთ ძლიერები, ერთიანები, შევინარჩუნოთ ახლა სიცოცხლე და მერე ერთად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აღვადგენთ ეკონომიკას და ყველაფერს გავაკეთებთ, მთავარია, ახლა შევინარჩუნოთ სიცოცხლე“, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „ალიას“ განუცხადა.
„მოვერიდოთ ამ ახალ წელს ბებიებს და ბაბუებს. მივულოცოთ ტელეფონით, გავუგზავნოთ ფული, საჩუქრები. დასასრულ კი, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. რაც მთავარია. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი, პოზიტიური ადამიანი ცხოვრობს, დავეხმაროთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ, სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ შევძელით „ფხაკაძის პირბადე“ 15 თეთრად, ეს ხომ წარმოუდგენელი გვეგონა? ძალა ერთობაშია. ვიყოთ ძლიერები, ერთიანები, შევინარჩუნოთ ახლა სიცოცხლე და მერე ერთად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აღვადგენთ ეკონომიკას და ყველაფერს გავაკეთებთ, მთავარია, ახლა შევინარჩუნოთ სიცოცხლე. 2021 წელი ყოფილიყოს ერთმანეთის სიყვარულის და ერთიანობის წელი“, - განაცხადა ფხაკაძემ.