logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ სულხან მოლაშვილის მწამებლების დასჯისთვის!
- +

5 ივლისი. 2016. 15:41


კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" ამბობს, რომ სულხან მოლაშვილის მეგობრები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ მისი მწამებლები და ჯალათები არ დაისჯებიან.

 

„ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერები და მისი მეგობრები, არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ მოვიხდით ვალს ბატონი სულხან მოლაშვილის წინაშე. უნდა ვუთხრათ მას, რომ მისი მწამებლები, ის ჯალათები, არიან დასჯილები. ყველანაირ ფორმას მივმართავთ ამის გასაკეთებლად. ერთ-ერთი იდეა, რომელიც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების სურათები უნდა გადავიღოთ და ქალაქში ყველგან უნდა გავაკრათ, რათა შერცხვეს ამ ხალხს ჯალათების მხარდაჭერისთვის. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანების მიმართ, ვინც უდანაშაულო სულხან მოლაშვილი აწამა. ჩვენ არ გავჩერდებით. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეურაცხყოფა აღარ მიაყენონ ქართველ ერს. ჩვენი ბრალია, რომ ისინი ჯერ კიდევ ქუჩაში დადიან. მისმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა იმისთვის, რომ სულხანის სიცოცხლე გადაერჩინათ, მამამისს ბანკში ბინა აქვს ჩადებული, რომლის გაყიდვის საშიშროების წინაშეც დგას დღეს და ეს ჯალათები დგანან  და დაგვცინიან!" - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner