შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საფრთხეებსა და ინტერნეტსივრცის დაცულობის პრინციპებზე მომხმარებლების ინფორმირებას, კიბერდანაშაულის პრევენციის მხრივ, წარმოუდგენლად დიდი შედეგების მოტანა შეუძლია.
„საფრთხეებსა და ინტერნეტსივრცის დაცულობის პრინციპებზე მომხმარებლების ინფორმირებას, კიბერდანაშაულის პრევენციის მხრივ, წარმოუდგენლად დიდი შედეგების მოტანა შეუძლია. რადგანაც მოსახლეობის ინფორმირება კიბერდანაშაულის რისკებზე ასეთი მნიშვნელოვანი და შედეგიანია, დღეს მინდა, გამოვიდე ინიციატივით, რომ ვიფიქროთ კიბერუსაფრთხოების ეროვნული საინფორმაციო კვირეულის დაწესებაზე, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, ჩვენი უწყებები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.