მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.
ნუგზარ კვაშალის განცხადებით, წიკლაური უკვე 10 დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თემურ წიკლაური კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზებულია და აპარატზეა მიერთებული.
„სტაბილურად მძიმეა, ერთი კვირის წინ იყო რაღაც ნაპერწკალი გაუმჯობესების. რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა… გორის ჰისპიტალი მეგობრებმა ურჩიეს, კარგი კლინიკაა, კარგი სპეციალისტები არიანო და მართლაც კარგი კლინიკაა. 23 დეკემბერს ვესაუბრე ტელეფონით, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალე, რამდენი დღეა, აქ ვარ, ერთი სული მაქვს გარეთ გავიდეო“,-განაცხადა ნუგზარ კვაშალმა “ინტერპრესნიუსთან”.