logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილებაც ვცანით, ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული
- +

10 იანვარი. 2021. 23:17

 

„ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შედის, მაგრამ თუ ჩიხისკენ მიდის ეს მოლაპარაკებები, ამაში მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის დამსახურებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავავლეთ წითელი ხაზი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნას არ განიხილავს.

 

„ეს პრინციპულობა გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან, რომ 31 ოქტომბერს ორმა მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა თავისი თავისუფალი არჩევანი. სწორედ ამიტომ, ჩვენი წითელი ხაზი გადის აქ და ნებისმიერ სხვა საკითხზე ყოველთვის ვაცხადებდით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, განხილვისთვის ნებისმიერ ფორმატში მსჯელობისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილება ვცანით, განთავისუფლდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ბულინგისგან, მიიღონ კეთილგონიერი გადაწყვეტილება და ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

https://1tv.ge/news/givi-miqanadze-movuwodebt-skhva-deputatebs-romelta-uflebamosilebac-vcanit-gatavisufldnen-radikaluri-opoziciis-warmomadgenlebis-bulingisgan-da-chaerton-im-procesebshi-romelic-chveni-titoeuli/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner