logo_geo
eng_logo
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სოციალურ ქსელებზე უარს ამბობენ
- +

11 იანვარი. 2021. 00:23

 

სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, შეურაცხმყოფელი კომენტარების შემდეგ, სოციალური ქსელების გამოყენებაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ გამოცემა Independent წერს.

 

გამოცემის ცნობით, სამეფო ოჯახის წევრები „ტვიტერისა“ და „ფეისბუქის“ ანგარიშებს სამუდამოდ გააუქმებენ.

 

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეგან მარკლისათვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიძულვილის ენა მიუღებელია და მისკენ მიმართული უარყოფითი შეფასებების გამო, ონლაინ პლატფორმებზე აქტივობაზე უარს ამბობს.

 

წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ჰარი და მეგანი სოციალურ ქსელებს არც მათი საქველმოქმედო ფონდის - Archewell სახელით გამოიყენებენ.

 

 

https://report.ge/world/printsi-hari-da-megan-markli-sotsialur-kselebze-uars-amboben/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner