„პარტიის თავმჯდომარედ ვინც არის წარდგენილი იცით,ირაკლი კობახიძე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩეულიც იქნება და ვაგრძელებთ ახალ რეალობაში ცხოვრებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" წევრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობის შესახებ საზოგადოება მმართველი პარტიის ყრილობაზე შეიტყობს.
„დღეს, მხოლოდ ირაკლი კობახიძეზე იყო ლაპარაკი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნებს ხელმძღვანელობდა. პრაქტიკულად,მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ყველა არჩევნები და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა ეს არჩევნები იყო აბსოლუტურად ევროპული,მართლაც კარგად ორგანიზებული და არავის არაფერი სათქმელი დაუტოვა, იმ დაინტერესებული პირების გარდა, რომლებიც ცდილობენ, რაღაც მოიგონონ და ვერაფერს იგონებენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კითხვაზე, გამოთქვა თუ არა კახა კალაძემ პარტიის თავმჯდომარეობაზე სურვილი, სოზარ სუბარი ასე პასუხობს.
„ერთი გუნდი ვართ, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ერთმანეთს ვაძლიერებთ",- აღნიშნა სუბარმა.