logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი ერთადერთია, რომელმაც ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა
- +

11 იანვარი. 2021. 19:39

 

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთია, რომელმაც ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონებისა და აქტივის ნაწილის „ქართუ ფონდისთვის“ გადაცემას.

 

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა დიდი ქველმოქმედება განახორციელა და ამასთან, ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა.

 

„ძალიან ცუდი ტრენდი დამკვიდრდა, როგორ უნდა გაუფერულდეს უპრეცედენტო ქველმოქმედება. ოპოზიციური და ოპოზიციური მედიის შემადგენელი ტრენდის ნაწილია ზოგადად მომავლისთვის, სურვილის გაქრობა. ალბათ, ადამიანს სურვილს დაუკარგავთ ელემენტარული ქველმოქმედებისას, იმდენად ცუდად ვექცევით ამ ადამიანს, როცა მის ქველმოქმედებაზე ასეთ მიბმებს ვაკეთებთ ხოლმე, ძალიან ცუდ კონტექსტში. არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც დამისახელებთ, რომ მიახლოვებულად მსგავსი ქველმოქმედება განეხორციელებინოს ამ ქვეყანაში, შეგიძლიათ თუ არა? - ვერ შეძლებთ, გამორიცხულია, რადგან ეს ასეა, ერთადერთია, რომელმაც ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა. მეორე მხრივ, როცა დღეს ქონების და აქტივების უდიდესი ნაწილი, საქველმოქმედო ფონდს გადასცა, კითხვაც კი დამისვეს თქვენმა კოლეგებმა, სახლს თუ გადასცემსო, მის სახლს, თავის კერძო საკუთრებას გადასცემს თუ არა, საქველმოქმედო ფონდსო. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი, ამ კითხვას და ამ დამოკიდებულებას, ბევრი განმარტება არ სჭირდება, არც იმის ახსნა, რამხელა მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა და რამდენად უზრუნველყო კონკრეტულად ამ ადამიანმა, რომ ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარიყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner