საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს რომლის ლიდერობითაც 2012 წელს საქართველომ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, დაფასდა ადამიანის ღირსება, შენარჩუნდა მშვიდობა ტურბულენტურ გარემოში, დასავლური ღირებულებები ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავარი საზომი გახდა და საპრეზიდენტო რესპუბლიკა საპარლამენტოდ გადაიქცა.
P.S ამ ფოტოზე 2012 წლის სექტემბრის ბოლო აქცია და ცვლილებათა იმედიანი დასაწყისია.“ - წერს რატი ბრეგაძე.