კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„ბატონო ბიძინა! მე რა უნდა გითხრათ, ისეთი, რაც თქვენს ღვაწლს დააფასებს, დაფარულ სიკეთეებს გაამჟღავნებს, ქველმოქმედებასა და მადლს რეალურად გვაგრძნობინებს, უმადურთა და დაუნახვთა სირცხვილს ჩამოგვაშორებს .... სამების მადლი შეგეწიოთ, ბოროტებისთვის განაჩენის გამოტანის გამო, სამართლიანობის აღმდგენელი -სამართლიანად დაფასებასა და სიყვარულს გისურვებთ! ბატონო ბიძინა, დრო და ბრძენი ქართველი ყოველთვის დაინახავს, გმადლობთ ჯანმრთელობასა და ამაგის დაფასებას გისურვებთ. თქვენ, თქვენი ოჯახიც კი არ დაზოგეთ უმადურთა ცილისწამებისგან, საფრთხეში ჩაგდებული ქვეყანა და ხალხი არჩიეთ, ნათელი დაადგეს თქვენს დედას, ჯანმრთელობა და მადლობა თმენისთვის თქვენს ოჯახს!“ - წერს დათო ოქიტაშვილი.