logo_geo
eng_logo
კახეთში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
- +

12 იანვარი. 2021. 00:09

 

იმედინიუსის“ ინფორმაციით, კორონავირუსს ემსხვერპლა სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები 59 წლის ქალი, რუსთაველი 69 წლის კაცი და სოფელ ბაკურციხის მკვიდრი 76 წლის კაცი. ისინი მკურნალობის კურსს რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოში გადიოდნენ.

 

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 9 960-მდე გაიზარდა. ეპიდემიოლოგების მიერ უკვე მოძიებულია ახალი დაინფიცირებულების 173 კონტაქტი.

 

ამ ეტაპზე რეგიონში გადის მკურნალობას 1, 855 მოქალაქე, მათ შორის 1, 723 დატოვებულია ბინაზე, ერთი კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.

 

თვითიზოლაციაში რჩება 931 ადამიანი. ​დღეს თვითიზოლაციიდან 190 მოქალაქე მოიხსნა.

 

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 181- ია, ჯამში ვირუსი კი 7 719- მა პაციენტმა დაამარცხა. გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კი რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კოვიდ-19-ს 86 მოქალაქე ემსხვერპლა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner