„წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის გვერდით და ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით. ასე იყო შემდეგი წლების განმავლობაში, ასეა დღესაც და ასე იქნება მომავალში“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალურმა იმ საქველმოქმედო პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ინიციატივით განხორციელდა.
„უამრავი პროექტის ჩამოთვლა შეგვიძლია მისი მხრიდან გაკეთებული და რამდენი შეურაცხყოფა მოვისმინეთ მის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, თუნდაც დენდროლოგიური პარკი ავიღოთ, თუნდაც იპოდრომის ტერიტორია ავიღოთ, რომელიც მართლა უნიკალური სივრცეა და ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ თბილისში იქნება ცენტრალური პარკი - ყველაზე მაგარი დასასვენებელი სივრცე, ყველაზე დიდი მასშტაბით, ყველაზე მაგრად კეთილმოწყობილი, სადაც თბილისის მოსახლეობას ექნება შესაძლებობა, რომ დაისვენოს, განიტვირთოს, გაერთოს და ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო მისი (ბიძინა ივანიშვილის) მხრიდან, რომ ეს საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქის მერიას, მუნიციპალიტეტს გადმოეცა და მიმდინარეობს სამუშაოები. ბევრი ასეთი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება არის გაკეთებული მისი მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. დრო და ისტორია ყველაფერს შეაფასებს“, - განაცხადა კალაძემ.