logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ანალიზით, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩს“ და „ლელოს“ სურთ იყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში
- +

12 იანვარი. 2021. 02:49

 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიების ერთ ნაწილს პარლამენტის შესვლა და საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა უნდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ეს არის, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო“- ამ პარტიებს სურთ რომ იყვენენ საპარლამენტო ცხოვრებაში, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ არის, ეს არის მათი ანალიზი.

 

„არ შემოდიან იმიტომ რომ, ოპოზიციის მეორე ნაწილი, ვინც ამ პარტიებზე შანტაჟს ახორციელებს, აქვთ თავის ტელევიზიები, აქვთ დაფინანსება და სრული ინსტრუმენტალიზაცია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილზე, მოახდინოს წარმოუდგენელი საინფორმაციო შეტევა და ეს არის ზუსტად პრობლემა და ის ბერკეტები, რომელიც მათ უკრძალავთ პარლამენტში შემოსვლას“, - აღნიშნა არჩილ თალაკავაძემ.

 

მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა პარლამენტში რამდენიმე პარტიას ელოდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner