logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს 15 იანვარს აირჩევს
- +

12 იანვარი. 2021. 19:23

 

საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს 15 იანვარს აირჩევს. როგორც საპროკურორო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნანა ხუნჯუამ, დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, მას უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება, შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

 

საპროკურორო საბჭოს მომდევნო სხდომა 15 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც ახალ თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637231-saprokuroro-sabcho-axal-tavmjdomares-15-ianvars-airchevs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner