logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: არ დაგვავივწყდება არასდროს ის 9 წელი და ასე გიტრიალებთ სულ ცხვირწინ!“
- +

12 იანვარი. 2021. 21:40

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ერთ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლს ვესაუბრებოდი, პირადი ანგარიშსწორების მიზნით ხომ დამიჭირეს თანამდებობის პირიოო. „კმარელები“ არ მივიღე სამსახურში, უსიამოვნო საუბარი მქონდა ლევან ვარშალომიძესთან და აქედან დაიწყო ყველაფერიოო. მერე საპროცესო გარიგებას ხელი არ მოვაწერეოო, რა ზემოქმდება არ ჩაიდინეს, საკუთარი მამაც კი დამიპირისპირეს, მაგრამ მაინც არ წავედი საპროცესოზეოო, მომისწრო 2012 წელმა და სრულიად გამამართლებელი განაჩენი დადგაო, ჩემი შვილი მეოთხე კლასში იყო იმ დროს და თემა დაწერა ჩემი უდანაშაულო მამა მალე გამოვიდეს ციხიდან ეს ნატვრა მაქვსოო, ბავშვის თემა ჯერ განათლების სამინისტროში წაიღესოო, მერე იქიდან პროკურატურაშიოო, მერე პროკურორმა  დედაჩემს უტრიალა ცხვირწინ ეს თემა, ხედავ ბავშვს რეებს აწერინებთ, ციხეში დავალპობთ თქვენს შვილსო და  ეს ნაძირალა ხალხი ფიქრობს დღეს სადმე დაბრუნებაზე? არ დაგვავივწყდება არასდროს ის 9 წელი და ასე გიტრიალებთ სულ ცხვირწინ!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner