„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს მაჟორიტარების წარდგენას.
„უახლოეს დღეებში დავიწყებთ მაჟორიტარების წარდგენას. უახლოეს დღეებში, არ გამოვრიცხავთ, მოხდეს პარტიული სიის ძირითადი ნაწილის წარდგენა. ეს პროცესი ძალიან აქტიურად დაიწყება. ჩვენ ზოგადად აქტიურად ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას, წინასაარჩევნო აგიტაციას და უახლოეს დღეებში ბევრი სიახლე გახდება ცნობილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.