მომღერალი ქეთა თოფურია ჟურნალ „OK!"-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ ქორწილზე საუბრობს. ქეთას გრანდიოზული ქორწილი არასდროს უნდოდა, მაგრამ მაინც ძალიან ხმაურიანი და მხიარული ქორწილი გამოუვიდა.
„დიდი ქორწილის გადახდა მართლაც არ მინდოდა, მაგრამ ერთხელ მე და ლიოვა მეგობრების ფართო წრეში ვისხედით, მათ შორის უმეტესობა შოუბიზნესის წარმომადგენელი იყო და გვკითხეს: „ქორწილი როდის გაქვთ?" ჩვენ ვპასუხობთ: „არ გვინდა ქორწილი!" ისინი კი გვეუბნებიან: „არა, აღვნიშნოთ! მოდი, 9 სექტემბერს იყოს!" (2013 წელი). მე ვუთხარი: ხომ არ გაგიჟდით, ეს ხომ ჩემი დაბადების დღეა-მეთქი! მათ კი - ჰოდა, მთლად უკეთესიო.
იქ იმდენი ხალხი იყო, რომ მაშინვე მივხვდით - თუ ქორწილის გადახდას გადავწყვეტდით, ყველა მათგანი უნდა მოგვეწვია. შესაბამისად, მოკრძალებული ქორწილი უკვე აღარ გამოგვივიდოდა.
დაქალებს ჩემთვის ძალიან ბევრჯერ მოუყოლიათ, ქორწილებში სიძე-პატარძალი ვერასოდეს ერთობაო, და ამის მეშინოდა, მაგრამ გადასარევად გავერთე!
მგონი, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წვეულება და ისტორიაში ყველაზე მხიარული ქორწილი იყო! ყველა სტუმარი, რომელსაც მოგვიანებით სადმე გადავეყრებოდით, გვეუბნებოდა, რომ საოცრად იმხიარულა. მე, რასაკვირველია, ძალიან სასაცილო პატარძალი ვიყავი - ფეხშიშველი დავრბოდი. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ვიტან, მაგრამ თავიდან იძულებული ვიყავი, ჩამეცვა, შემდეგ კი, როცა პირველი სიმღერა დაიწყო, ფეხზე გავიხადე. ბოლოს ჩემს ფეხისგულებს დავხედე და მივხვდი, რომ „ქიმწმენდა" მესაჭიროებოდა", - ამბობს ქეთა თოფურია.