logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მემორანდუმი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი
- +

6 ივლისი. 2016. 17:37



„ეს დოკუმენტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.



მემორანდუმი ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პარტნიორობის გაფართოებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და რომელიც საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება. მემორანდუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ წვრთნებს პარტნიორებთან, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის მნიშვნელოვანი.

ეს დოკუმენტი წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner