დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების თაობაზე მოხსენებას ევროპარლამენტარი ანდრეას მამიკინსი წარადგენს.
4 ივლისს საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ანგარიში წარადგინა და ევროპელ დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.