logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის მხარდაჭერას
- +

7 ივლისი. 2016. 10:57


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც ხელი მოეწერა და რომლებიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას, უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკის აღორძინების, დემოკრატიის განვითარების და ა.შ. მიმართულებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


უსუფაშვილის თქმით, მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას საქართველოში ამერიკის მხრიდან სათანადო ყურადღება დაეთმობა.


მე ამერიკაში ვუსურვე დემოკრატებს" წარმატებები, მან საქართველოში რესპუბლიკელებს" გვისურვა წარმატებები. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას შეერთებული შტატებიდან მიექცევა სათანადო ყურადღება, როგორც ყოველთვის იყო ეს", -  აღნიშნა უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner