საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტისგან, რომელიც ხვალ ვარშავაში გაიხსნება, ძალიან კონკრეტული მოლოდინები აქვს.
„ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია, სათანადოდ შეფასებული იქნება. ასევე, სათანადოდ იქნება შეფასებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ პერიოდში და ასევე, შემუშავებული იქნება ნაბიჯები და ახალი გზები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, უფრო მეტად დაგვაახლოებს ალიანსთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის პროცესს. ეს არის პრაქტიკული გზები, რომელთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ სამიტის ფარგლებში და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.