ავტორი მარიამ პაიჭაძე
პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „რეპორტიორთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს აზრი დიდ გონიერებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.
„მგონია, რომ ველებზე და მინდვრებზე ბრძოლების გამართვის დრო წავიდა. „ნაციონალურ მოძრაობას" დიდგორზე ყრილობის ჩატარების მორალური უფლება რომც ჰქონდეს, არ მგონია, ველ-მინდვრებზე ყრილობის გამართვა დიდ გონიერებასთან იყოს დაკავშირებული", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.