logo_geo
eng_logo
იენს ტოლტენბერგი: თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ნიშნავს მთელ ალიანსზე თავდასხმას
- +

7 ივლისი. 2016. 19:13


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლესი პოლონეთის ლიდერთან, ანჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ვარშავის სამიტი NATO-ს ერთიანობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს.



„ახლა ჩვენი უსაფრთხოების გადამწყვეტი დროა. მსოფლიო უფრო საშიში გახდა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. NATO საფრთხეებს სწრაფად და გადამწყვეტად პასუხობს.  ორი დღის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, რომლებიც მიმართული იქნება ალიანსის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობის გაძლიერებისა და NATO-ს ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნაბიჯები მოიცავს აქ, პოლონეთში, ასევე ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში NATO-ს ძალების რაოდენობის გაზრდას. ეს იქნება მკაფიო მესიჯი - თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ნიშნავს მთელ ალიანსზე თავდასხმას. ეს იქნება გადამწყვეტი სამიტი ვარშავაში და მნიშვნელოვანი სამიტი ალიანსის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ სამიტი ვარშავაში იმართება, ქალაქში, რომელიც იცნობს კონფლიქტის ტკივილსა და უსაფრთხოების ფუნდამენტურ ღირებულებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner