logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: პროცესები ძალიან შემაშფოთებელია!
- +

7 ივლისი. 2016. 20:56


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს შემაშფოთებელს უწოდებს.


როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, აფხაზეთში დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდებით.


ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს, როგორც ძალადობა, ისე, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, რამე მსხვერპლი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


5 ივლისის საღამოს დემონსტრანტებმა აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შტურმით აღება სცადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამინისტროს ეზოს ჭიშკრის შემტვრევა შეძლეს და უწყების წინ მდებარე ეზოში შეიჭრნენ.


ოპოზიცია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების გაურესების გამო და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოვლინების შეზღუდვის გამო ითხოვდა.


აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ  ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება პროკურატურის მიერ მისი საქმიანობის შემოწმების პერიოდში შეუწყდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner