NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვარშავაში, ხვალისთვის დაგეგმილ სამიტს მნიშვნელოვან ღონისძიებას უწოდებს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვარშავის სამიტი იქნება ჩვენი ალიანსის ერთიანობის და სიძლიერის დემონსტრაცია. მიღებული გადაწყვეტილებები კი, საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ უფრო მეტად მომზადებული გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც ვდგავართ. დღეს მსოფლიო უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. NATO კი, საფრთხეებსა და გამოწვევებზე სწრაფად რეაგირებს. ჩვენ NATO -ს რეაგირების ძალების რაოდენობას სამჯერ გავზრდით. შევქმენით ახალ შტაბს აღმოსავლეთში შემდგომი შესაძლებლობების განვითარებისთვის", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით კი, მშვიდობის აღსადგენად საერთაშორისო ნორმების პატივისცემაა აუცილებელი.
„მშვიდობის აღსადგენად, ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნორმების პატივისცემაა. როდესაც ჩვენი დიდი მეზობელი - რუსეთი, საერთაშორისო კანონის პატივისცემას დაიწყებს, მაშინ შევძლებთ, სერიოზულ დიალოგზე ვილაპარაკოთ", - აღნიშნა ანჟეი დუდამ.