ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, მისი უსაფრთხოების გაძლიერება და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
„ძალიან მადლიერი ვართ აშშ-ის, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით აძლიერებს ჩვენთან თანამშრომლობას. საქართველოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ის მაღალი ნდობა, რომელიც საქართველოს გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვნად დაფასებული ამ მაღალი თანამშრომლობით. ჩვენთვის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველყოფა, არის მნიშვნელოვანი.ასევე რეგიონში გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გულსხმობს გამოწვევების აღმოჩენას, მათ ანალიზს,მათზე რეაგირების დაგეგმვას, ეს მემორანდუმი ქმნის ძალიან კარგ ფორმატს, რაც ჩვენთვის ასე აუცილებელია. ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.