აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრაზე ჯონ კერის განცხადებებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ჯონ კერი ქართული ოპოზიციის ლიდერებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მათი პრიორიტეტების გასაცნობად შეხვდა.
„სახელმწიფო მდივანმა კერიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს გამჭვირვალე პოლიტიკურ პროცესებს, რაც უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაძლიერებას, მედიის თავისუფლებას და დამოუკიდებელი, პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი სასამართლო სისტემის არსებობას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯონ კერის თქმით, საქართველო არის პროგრესირებადი დემოკრატიის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოპოზიციის პროცესისადმი პატივისცემაზე.
„ყველა თქვენგანი ისწრაფვის დასავლეთში ინტეგრაციისკენ და მოხარული ვარ, რომ თქვენი აზრების გაზიარების საშუალება მომეცა. მოგიწოდებთ, ამ სიმტკიცით და სიზუსტით განაგრძოთ რეფორმები, გააძლიეროთ სასამართლო სისტემა, უზრუნველყოთ, რომ ეს არჩევნები იქნება ისეთი, რომლითაც ყველა იამაყებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით ეს შესაძლებელია", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და მათ მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
http://www.state.gov/secretary/