logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: სამიტის წინ ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი უკვე ბევრის მთქმელია
- +

8 ივლისი. 2016. 19:24



„რადგან სამიტს წინ უძღვოდა ჯონ კერის ვიზიტი კონკრეტული შედეგებით, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ბევრი რამის მთქმელია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეპორტიორთან" NATO-ს ვარშავის სამიტის საკითხზე საუბარში.


„ვფიქრობ, NATO-ს სამიტის წინ ზესახელმწიფოს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტმა ყველა კითხვას უპასუხა, როცა, მაგალითად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმესთან დაკავშირებით არამარტო ზეპირი განცხადებები გაკეთდა, არამედ წერილობითი დოკუმენტებიც გაფორმდა. NATO სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ის გარშემო გაერთიანებული ევროპული და არაევროპული ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. ამიტომაც, რადგან სამიტს წინ უძღვოდა ჯონ კერის ვიზიტი კონკრეტული შედეგებით, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ბევრი რამის მთქმელია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner