ვარშავის სამიტის ფარგლებში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა NATO-ს სამიტის ფარგლებში ტარდება.
უწყების ინფორმაციით, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.